გლდანის მეხუთე მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა
გლდანის მეხუთე მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა

გლდანის მეხუთე მიკრორაიონში, N17-24 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობის ჩართულობით, გლდანის რაიონის გამგეობამ 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა და რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე ეწყობა. სამუშაოების შედეგად, უკვე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ველობილიკი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, დაითესა ბალახი. ეწყობა სპეციალური სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, ასევე, ფეხბურთის მოედანი. გარდა ამისა, აღნიშნულ სკვერში ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი და საპარკინგე ადგილები მოეწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.

დატოვე კომენტარი