გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი შევიდა
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი შევიდა

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე შევიდა. გამოკითხვას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატიც ესწრება.

„დღეს შეთანხმებული ვართ პენიტენციურ სამსახურთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია. დანიშნულია ექსპერტიზაც, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სააკაშვილის მოწვევით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე, ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი. განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცემს შესაბამის დასკვნას. თუ ნივთმტკიცების თაობაზე განაცხადებს, აუცილებლად განხორციელდება მისი ამოღება. კადრები გამოთხოვილი არ არის“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო.