გლდანის ხიდებზე ავტომობილების გადაადგილება პარალიზებულია [ფოტო]
გლდანის ხიდებზე ავტომობილების გადაადგილება პარალიზებულია [ფოტო]

თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გლდანი-ნაძალადევის რაიონში.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებულია. ამის გამო, გლდანის ხიდებზე საცობი წარმოიქმნა. ავტომანქანის მძღოლები ხიდზე გადაადგილებას პრაქტიკულად, ვერ ახერხებენ.

თბილისის რამდენიმე უბანში ცოტა ხნის წინ ძლიერი სეტყვა მოვიდა.