გლდანის I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე ეწყობა
გლდანის I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე ეწყობა

გლდანის რაიონს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება, შესაბამისი სამუშაოები გლდანის I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ბალახი და ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარი დაიხარჯება. პროექტს გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს.