გლდანის ციხესთან ძველი სამარხი იპოვეს [ფოტო]
გლდანის ციხესთან ძველი სამარხი იპოვეს [ფოტო]

თბილისში, გლდანის ციხესთან ძველი სამარხი იპოვეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ციხესთან სანიაღვრე მილი გასკდა, რამაც მიწის ჩამორეცხვა გამოიწვია. ნაპოვნია თიხის ქოთნები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მოქალაქემ მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები იპოვეს.

უწყების ცნობით, პოლიცია ადგილზეა და შესაბამისი სამსახურის მისვლას ელოდება.