გლდანი-ნაძალადევის რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება
გლდანი-ნაძალადევის რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გლდანის რაიონში, ისააკიანის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ისააკიანის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 20:00 საათიდან 14 მარტის დილის, 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: სამხედრო დასახლებაში: გაბაშვილის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს, გობრონიძის ქუჩას და ჩიხებს, მუხიანის I,II მ/რ, III მ/რ-ის N 17,18,19,20,21,22, IV ა მ/რ-ის N 1,2,3,4,5,6,7,

ნაძალადევის რაიონში: თემქის დასახლების III მ/რ-ის V კვარტალს, გაბაშვილის, ბრონშტეინის და მიმდებარე ქუჩებს; მუხიანის I-II მ/რ-ებს, თემქის III მ/რ-ის მე-5 კვარტალს.

წყალმომარაგება ასევე შეიზღუდება 12 საათიდან 20 საათამდე მუხიანის აგარაკებში: ვარდისუბნის ქ. N 79-დან N 113-ის ჩათვლით, N 58-დან N 110-ის ჩათვლით, ვარდისუბნის ქ. V შესახვევს და VIII,IX ჩიხებს, ჯვარისის ქუჩას და I,II ჩიხებს, ბუგეულის ქუჩას და I,II ჩიხებს, ზნაკვის ქუჩას და I,II ჩიხებს, განთიადის ქუჩას და I,II შესახვევებს, ხანძთის ქუჩის I შესახვევს, ღების, ოშკის, გორგულის, სხარტალის, ჩხარის, სნოს, ბოლნისის, რაჭისუბნის, სამთავროს, ნეკრესის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს,” – აცხადებენ კომპანიაში.