გლდანი-ნაძალადევის რაიონში 9 000-მდე აბონენტისთვის გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ დილიდან დაიწყება
გლდანი-ნაძალადევის რაიონში 9 000-მდე აბონენტისთვის გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ დილიდან დაიწყება

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში 9 000-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, დავით გურამიშვილის გამზირის N50-თან, სამშენებლო კომპანია „დინ გრუპის“ მიერ სამუშაოების შესრულებისას, საშუალო წნევის 450 მმ-იანი გაზსადენი დაზიანდა, შედეგად კი, თბილისის აღნიშნულ რაიონში გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები, ასევე დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ონკანები.

კომპანია აცხადებს, რომ  ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი კი, ხვალ დილიდან დაიწყება.