გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის დროს მაშველებმა ორი ბავშვის გადარჩენა შეძლეს[ვიდეო]

გლდანის მეორე მიკრორაიონში ლიკვიდირებულია. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მათივე ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის მე-9 სართულიდან ოთხი მოქალაქე გამოიყვანეს. მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.