გლაზგოს ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომელშიც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი სამართალდამცველი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შოტლანდიის პოლიციის ინფორმაციით, სამართალადამცველები სიტუაციას აკონტროლებენ და საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს. თუმცა პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, დროებით ინციდენტის ადგილთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ, რათა პოლიციამ ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები ჩაატაროს.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.