ბუნდესლიგის მეოთხე გუნდ „გლადბახში“ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა, – წერს გამოცემა „კიკერი“.
წყაროს ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდათ ერთ ფეხბურთელსა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელს. დაავადებულებს კარანტინში გაუშვებენ. მათი ვინაობა არ გაცხადებულა. დანარჩენი მოთამაშეები გააგრძელებენ მზადებას სეზონის განახლებისთვის.
ამ დღეებში დაიწერა ინფიცირების სამი შემთხვევის შესახებ „კიოლნში”, თითო შემთხვევა იყო – დრეზდენის „დინამოსა“ და „აუეში“.
გერმანიაში სეზონის განახლება 15 მაისს იგეგმება.