გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ შეკრება საგოლე გადაცემით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

01:28, 27.06.2026

ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა“ სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი სლოვენიურ „მურასთან“ გამართა და იოლად სძლია – 5:0.

თამაში წარმატებული გამოდგა გიზი მამაგეიშვილისთვის, რომელიც უნტერპრემშტეტენში გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში სათადარიგოებში იყო, მოედანზე კი ოთარ კიტეიშვილთან ერთად შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

გრაცელებმა მესამე გოლი 23 წლის ქართველი ნახევარმცველის, მამაგეიშვილის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ გაიტანეს, მეოთხე გოლიც მისივე გადაცემით გავიდა.

გრაცის „შტურმი“ მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 21 ივლისს კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჰართსს“ უმასპინძლებს, 28-ში კი შოტლანდიაში ესტუმრება.

მსგავსი