გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, „კასპის კოლეჯში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

20:11, 14.07.2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, „კასპის კოლეჯში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე გივი მიქანაძემ, მონაწილეებთან ერთად, კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლეჯების ინსტიტუციური განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

საბჭოს სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, სამინისტროს წარმომადგენლები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გივი მიქანაძის ინიციატივით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომები რეგულარულად იმართება.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი