გივი მიქანაძემ იუნესკო-ს გენერალურ დირექტორთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

09:32, 10.07.2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარიზში გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორთან, ხალედ ელ-ენანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და იუნესკო-ს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულად დაფინანსებული სწავლის შესაძლებლობაზე, განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაზე.

ხალედ ელ-ენანიმ დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და გამოხატა მზადყოფნა, რომ ორგანიზაციამ მომავალშიც აქტიურად დაუჭიროს მხარი ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ.

ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი და იუნესკო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ყურაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი