გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ქართველი პოეტის ძეგლი კულტურულ პარკ-კომპლექსში სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების გამოჩენილ მოღვაწეთა მემორიალთა შორის მდებარეობს.
შოთა რუსთაველის ძეგლი აშხაბადში 2024 წელს, თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობით დაიდგა.