გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში – „განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“

16:02, 09.07.2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში გაემგზავრა.

განათლების სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში – „განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“ (Transforming Education Summit), რომელიც UNESCO-ს სათავო ოფისში გაიმართება.

ამასთან, პარიზში ყოფნისას გივი მიქანაძე შეხვედრებს გამართავს UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან, ხალედ ელ-ენანისა და განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ქუნ ჩენთან.

მსგავსი