გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა
გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა, სადაც ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციაში – EducAItion 2026 მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ისრაელის განათლების მინისტრთან, იოავ კიშთან, ისრაელის ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრთან, გილა გამლიელთან.

ამასთან, შეხვდება ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს, ამირ ოჰანასა და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, დავიდ ბიტანს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი იერუსალიმის პატრიარქთან გამართავს შეხვედრას, ეწვევა საკვირაო სკოლა „მამულს“ და იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს.