გივი მიქანაძე - რადიკალური ოპოზიციის განცხადება მიუთითებს, რომ საბოტაჟს უცხადებენ ევროკომისიის მიერ დადგენილ პუნქტებს, ისინი ცდილობენ, დააზიანონ ქვეყნის პერსპექტივა
გივი მიქანაძე - რადიკალური ოპოზიციის განცხადება მიუთითებს, რომ საბოტაჟს უცხადებენ ევროკომისიის მიერ დადგენილ პუნქტებს, ისინი ცდილობენ, დააზიანონ ქვეყნის პერსპექტივა

სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია ერთგვარი შანტაჟის ენით საუბარი. ოპოზიციას ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, რომ თუ მათ სურთ ამ ქვეყნისთვის და ამ საზოგადოებისთვის სიკეთე, ჩაერთონ იმ პროცესებში, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „საზოგადოება ხედავს, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში პარლამენტს არ შეუწყვიტავს მუშაობა და განსაკუთრებით აქცენტირებულია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე“.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი საბოტაჟს უცხადებენ ევროკომისიის მიერ დადგენილ პუნქტებს, მათ შორის განსაკუთრებით პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციასთანაა დაკავშირებული. ოპოზიციის საპარლამენტო ნაწილი, რადიკალური ფრთა გაემიჯნა პროცესს, რომელზეც მათივე მხარდამჭერი ევროპარლამენტარები მოუწოდებენ, რომ ჩაერთონ, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, რომ მათი საქმიანობა იყოს გარკვეულწილად დამაბრკოლებელი და დამაზიანებელი, მათ ჰგონიათ, რომ ამით აზიანებენ „ქართულ ოცნებას“. ისინი ამით ცდილობენ, რომ დააზიანონ ამ ქვეყნის პერსპექტივა, თუმცა არ გამოუვათ, რადგან პროცესები მიმდინარეა, პროცესების პირველი შედეგები უკვე თვალნათელია და შესაბამისად, ის საბოტაჟური განცხადებები, რომელიც ჯაფარიძისგან გვესმის თუ სხვა რადიკალური პოზიციის ფრთისგან, მიუღებელია. მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა თავისი არჩევანი და განაცხადი, რომ სურთ ამ ქვეყნის მშვიდობა და დასავლურ ღირებულებებზე განვითარება. ამიტომაც არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ვერანაირ საბოტაჟს ვერ ახერხებს და ვერ კრებს თავის მხარდამჭერებს, ამ მხარდამჭერების რიცხვი დღითიდღე კლებულობს“, – განაცხადა მიქანაძემ.