გივი მიქანაძე - პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული არიან, შესაბამისად, მათი გადაჯგუფება არაფრის მომტანი იქნება
გივი მიქანაძე - პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული არიან, შესაბამისად, მათი გადაჯგუფება არაფრის მომტანი იქნება

ნიკა მელიას, ხაზარაძის, სავარაუდოდ, გიორგი გახარიასა და შემდგომ ლომჯარია-ზურაბიშვილის ჩართულობით ფორმირდება დაჯგუფება, რომლის მცდელობაა, თავი ვითომდა მესამე, ნეიტრალურ ძალად წარმოაჩინონ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, აღნიშნული ქმედება არის პროექტი „ნაციონალური მოძრაობა-2“, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს და ხედავს.

„მცდელობა აქვთ იმის, რაღაც ხმები გადაიქაჩოს, რათა ეს ხმა არც „ნაციონალური მოძრაობისკენ“ და არც „ქართული ოცნებისკენ“ არ წავიდეს. პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები არიან. შესაბამისად, მათი კოორდინაცია, გადაჯგუფება არაფრის მომტანი არ იქნება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კარგად წამოაჩენს, ვის პოზიციას დაუჭერს მხარს საზოგადოება“, – განაცხადა მიქანაძემ.