გივი მიქანაძე - ოპოზიციის მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კეთდება სპეკულაციური განცხადებები, თითქოს რაღაც დაპირისპირებაა, მმართველი გუნდი ერთიანია
გივი მიქანაძე - ოპოზიციის მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კეთდება სპეკულაციური განცხადებები, თითქოს რაღაც დაპირისპირებაა, მმართველი გუნდი ერთიანია

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კეთდება სპეკულაციური განცხადებები, თითქოს რაღაც დაპირისპირებაა.

გივი მიქანაძის თქმით, მმართველი გუნდი ერთიანია.

„ამას ცხადყოფს ის სამი წელი, რომელიც ქვეყანამ განვლო ურთულეს პერიოდში, როცა გლობალური გამოწვევების ფონზე, პანდემიის კრიზისიდან გამოსვლის ეტაპზე და როცა ქვეყანას უსამართლოდ სტატუსი არ მიენიჭა, მთლიანი სახელისუფლო გუნდის ერთიანი საქმიანობით შევძელით, ღირსეულად და სამართლიანად მოგვეპოვებინა ის შედეგები, რასაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს. პარტიის თავმჯდომარეობა არის მნიშვნელოვანი პოზიცია. ეს ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება სწორედ პარტიიდან ხდება და იქ იგეგმება პოლიტსაბჭოს მეშვეობით. პოზიციური გადანაცვლება ჩვეულებრივი ამბავია, თოთოეულ პოზიციას აქვს დატვირთვა. პარტიის თავმჯდომარეობა არანაკლებ დროს და ენერგიას მოითხოვს, როგორც პრემიერმინისტრობა. დარწმუნებული ვარ, გუნდის ორივე ლიდერი, მათთვის დამახასიათებელი თავიანთი მენეჯერული უნარებით გაუძღვებიან პროცესებს მაღალ დონეზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარედ დღევანდელ ყრილობაზე აირჩევენ.