გივი მიქანაძე - ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, დამოკიდებულია იმ გარე ძალებზე, რომლებიც მათ მართავენ და აფინანსებენ, რათა ქვეყანაში რადიკალიზმი განვითარდეს
ოპოზიციას პასუხი არ აქვს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა. ამის ერთადერთი მიზეზია ის, რომ ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. გადაწყვეტილების მიღების სადავეები მათ ხელში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, დამოკიდებულია იმ გარე ძალებზე, რომლებიც მათ მართავენ და აფინანსებენ, რათა ქვეყანაში რადიკალიზმი განვითარდეს.
„ვიდრე მათ დავალება არ ექნებათ, მანამდე ქაოტური ვითარება იქნება, როცა ვერ ყალიბდებიან და ურთიერთგამომრიცხავ აზრს აფიქსირებენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რადიკალების ჯგუფი თავის თავს არ ეკუთვნის, მთლიანად მართული არიან. „ქართული ოცნება“ მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, რადგან საზოგადოება ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაში საბოლოოდ დარწმუნდა, რომელსაც ამ ქვეყნის გაძლიერება უნდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.