გივი მიქანაძე ნიუ იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ჰარვარდის კლუბში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
მიღებაზე მიწვეული იყვნენ ნიუ იორკში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
ღონისძიებას მასპინძლობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ნიუ იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.