გივი მიქანაძე - ნიკა მელიას ვერანაირი პოლიტიკური წონა ვერ ექნება, რადგან უპრინციპო ადამიანი წინსვლას ვერ მიაღწევს, საზოგადოებაში განულებულია
გივი მიქანაძე - ნიკა მელიას ვერანაირი პოლიტიკური წონა ვერ ექნება, რადგან უპრინციპო ადამიანი წინსვლას ვერ მიაღწევს, საზოგადოებაში განულებულია

ნიკა მელიას ვერანაირი პოლიტიკური წონა ვერ ექნება, რადგან უპრინციპო ადამიანი წინსვლას ვერ მიაღწევს და საზოგადოებაში განულებულია, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მელია არის პოლიტიკოსი, რომელიც საჯაროდ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოებას კონკრეტულ დაპირებებს სთავაზობს, თუმცა შემდეგ დაპირებების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს.

„ამბობდა, ვერ დამიჭერენო და მოსამართლის გადაწყვეტილებით მისი დაკავება მოხდა. შემდეგ თქვა, გირაოს სანაცვლოდ არ გამოვალო და გამოვიდა. ამით საკუთარ თავს, როგორც პოლიტიკოსს, ლიკვიდაცია გაუკეთა, რადგან საზოგადოებაში მის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. ნიკა მელია არჩევნებში რა ფორმითაც არ უნდა წარდგეს, მას არანაირი შანსი არ აქვს“, – განაცხადა მიქანაძემ.

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.