გივი მიქანაძე - „ნაცმოძრაობას“ პრეტენზიები აქვს საგარეო პოლიტიკაზე, გადავხედოთ, ვინ ესწრება პარლამენტში მინისტრის გამოსვლას, მათი კორიფეები, ვინც საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ, აქ არ არიან
გივი მიქანაძე - „ნაცმოძრაობას“ პრეტენზიები აქვს საგარეო პოლიტიკაზე, გადავხედოთ, ვინ ესწრება პარლამენტში მინისტრის გამოსვლას, მათი კორიფეები, ვინც საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ, აქ არ არიან

„ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას, ფრაქციის მხოლოდ ორი წევრი ესწრება.

მიქანაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედება ღიმილისმომგვრელია, რადგან სწორედ საგარეო პოლიტიკაზე აქვთ პრეტენზიები.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პრეტენზიები აქვს საგარეო პოლიტიკაზე, გადავხედოთ, ამ ფრაქციიდან რამდენი კაცია დარბაზში, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. მათი კორიფეები, ვინც საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ, აქ არიან წარმოდგენილნი?- ცარიელია ყველა ადგილი. მერე კიდევ პრეტენზიები აქვთ, საზედამხედველო ფუნქციებს პარლამენტი როგორ ახორციელებსო. ასეთი მნიშვნელოვანი მოხსენებაა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და არც ერთი მათგანი არ ესწრება, ბატონი რომანის და ბატონი როსტომ ჩხეიძის გარდა“, – განაცხადა მიქანაძემ.

პარლამენტში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ.