გივი მიქანაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა განხეთქილებაა, დაწყებულია პარტიის რღვევა
გივი მიქანაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა განხეთქილებაა, დაწყებულია პარტიის რღვევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული შიდა განხეთქილებაა, დაწყებულია პარტიის შიდა რღვევა და ამის რეალური გამოსახულება ის გარემოებაა, რომ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ საკმაოდ მაღალი პოზიცია დატოვა.

როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, პარტიაში ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს იმის, თუ როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლება კვლავ დაიბრუნოს.

„არ გამოვრიცხავთ, რომ ანალოგიურ სიტუაციას ჯაჭვური რეაქცია ჰქონდეს და სულ მალე ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ყველაზე ნაკლებად გვაინტერესებს, პარტიაში რა და როგორ ხდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნისთვის პარლამენტიდან მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციას მოვუწოდებთ, პარლამენტში თავისი ადგილი დროულად დაიკავოს და დებატებში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.