გივი მიქანაძე - მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობისა, რომლის მიხედვითაც, ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეების არჩევანს
გივი მიქანაძე - მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობისა, რომლის მიხედვითაც, ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეების არჩევანს

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ კონკრეტული მოცემულობისა, რომლის მიხედვითაც, ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეების არჩევანს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდთან დაკავშირებით განუცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების პროცესში ოპოზიცია კონსტრუქციულად ჩაერთვება.

„ქართულ ოცნებას“ აქვს სრული მზაობა, კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსიროს ის პოზიცია, რომელიც პირველ რიგში, იმ მთავარ ნიშნულზე გადის, რასაც 31 ოქტომბერს და 21 ნოემბერს ჩვენი ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი ჰქვია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ კონკრეტული მოცემულობისა, რომლის მიხედვითაც, ყველა მხარის მიერ პატივცემული უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქის არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის მიმართ დაფიქსირდა.

ჩვენი მზაობაა, ამ მოლაპარაკებების ფორმატში კიდევ ერთხელ განვიხილოთ ყველა მხარის მიერ წარმოდგენილი წინადადება. ჩვენი მხრიდან არაერთი სხვადასხვა შეთავაზება იყო. დეტალებში ვერ შევალ. მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ სენსიტიურია და გამჟღავნებას, ამ მოლაპარაკებების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საჭიროებს. იმედს გამოვთქვამთ, ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციული ჩართულობა იქნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გამოვნახოთ ის შესაძლებლობები, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების არჩევანის პატივისცემას გამოიწვევს და მასთან მიმართებაში ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დატოვე კომენტარი