გივი მიქანაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
გივი მიქანაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. მისი თქმით, არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტის განხორციელებით საქართველოს განათლების სისტემის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მიმდინარე მსხვილი პროექტების – „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“ და „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q“ მიმდინარეობა განიხილეს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა უმაღლესი განათლების მიმართულებით სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებულ უმაღლესი განათლების კონცეფციის მნიშვნელობას, რომლის მიზანია შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შეხვედრის დასასრულს როლანდ პრაისმა საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოთქვა.