გივი მიქანაძე - მივესალმებით, თუ ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს გაითვალისწინებს და პარლამენტში შევა
გივი მიქანაძე - მივესალმებით, თუ ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს გაითვალისწინებს და პარლამენტში შევა

მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება იმ საერთო სულისკვეთებაზე, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და თავისუფლების ძირითადი პრინციპების დაცვით ჩატარებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ ევროპარლამენტარების განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციის წარმომადგენლებს პირდაპირ, ღიად მოუწოდებენ, შესაძლებლობა გამოიყენონ.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ის მოწოდებები, რომელიც მათი მხრიდან პირდაპირ არის მიმართული, ოპოზიციის მიერ იქნება აღქმული. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოქმედებს კონსტიტუციაში ასახული ახალი ცვლილებები, ისევე როგორც პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელიც ოპოზიციას ძალიან დიდ და ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს. ამ რაოდენობის ფორმატი, რომელიც ოპოზიციას აქვს მოპოვებული, ჯამში რვა პარტიას 60 მანდატი, მათ ძალიან დიდი უფლებამოსილების შესაძლებლობას ანიჭებს, რაც დემოკრატიული პროცესისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმებით, თუ ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს გაითვალისწინებენ და ამ ნაბიჯს გადადგამენ“, – განაცხადა მიქანაძემ.