გივი მიქანაძე - გვარამიას და მელიას ბარიერისთვის ხმები არ ეყოფათ, ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებს მიიღებენ, მათ სულიერ ბელადს სწორედ ეს აშფოთებს
გივი მიქანაძე - გვარამიას და მელიას ბარიერისთვის ხმები არ ეყოფათ, ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებს მიიღებენ, მათ სულიერ ბელადს სწორედ ეს აშფოთებს

მელია და გვარამია როგორადაც არ უნდა დაჯგუფდნენ, ამას შედეგი არ ექნება, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის მათი წარსული და ვინაობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძეს კითხვა დაუსვეს ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პარტია „ახალთან“ დაკავშირებით, თუ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ გაერთიანებას.

„საარჩევნო ბარიერის გადალახვისთვის ხმები არ ეყოფათ, ალბათ ხმებს ისევ იქიდან მიიღებენ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. მათ სულიერ ბელადს სწორედ ეს აშფოთებს, რადგან ხვდება, რომ გვარამია და მელია ვერ იქნებიან წარმოჩენილი, როგორც ნეიტრალური ძალა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ნიკა გვარამია და ნიკა მელია დიდი ბიჭები არიან, იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს, ახალ პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ“.