გივი მიქანაძე - „ლელო“ არის თავად ფარსი და მათი გადაწყვეტილება კარგად აჩვენებს რეკომენდაციების შესრულების პროცესისადმი დამოკიდებულებას
გივი მიქანაძე - „ლელო“ არის თავად ფარსი და მათი გადაწყვეტილება კარგად აჩვენებს რეკომენდაციების შესრულების პროცესისადმი დამოკიდებულებას

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ლელოს“ გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღოს ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეხვედრებში, პროცესისადმი მათ დამოკიდებულებას აჩვენებს.

„„Ლელო“ არის თავად ფარსი და მათი გადაწყვეტილება ძალიან კარგად აჩვენებს პროცესისადმი მათ დამოკიდებულებას. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც 12 რეკომენდაციის შესრულებას საბოტაჟი გამოუცხადეს. როცა მმართველი გუნდი რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერს აკეთებდა, ისინი ამ პროცესში დესტრუქციულად არ მონაწილეობდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, პროცესი დაეზიანებინათ. მათი პოზიციონირება გასაკვირი არავისთვის არის. ამით რას მოიგებენ, საპარლამენტო არჩევნებზე ნახავენ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში პირველი შეხვედრა 29 იანვარს გაიმართა, რომელსაც „ლელოს“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. პარტიაში განაცხადეს, რომ „„ლელოს“ მზად აქვს გეგმა, როგორ შეასრულებს ევრორეკომენდაციის ცხრავე პუნქტს უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში“.