გივი მიქანაძე - „ლეიბორისტულმა პარტიამ“, როგორც მახსოვს, მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვა, განცხადება, რომ პარლამენტში „შევიდეთ“, ცოტა არასწორს ჰგავს
გივი მიქანაძე - „ლეიბორისტულმა პარტიამ“, როგორც მახსოვს, მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვა, განცხადება, რომ პარლამენტში „შევიდეთ“, ცოტა არასწორს ჰგავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს უფლება აქვს, პარლამენტში შევიდეს, რადგან მისი მანდატი ისევ მოქმედია.

მისივე თქმით, პარტიამ არჩევნების შედეგად მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვა და არასწორია განცხადება, როდესაც პარლამენტში შესვლაზე მრავლობითში საუბრობენ.

„შევიდეთ“ ცოტა ისეთი ნათქვამია. როგორც მახსოვს, მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვეს და მრავლობითობის ამბავში ცოტა არასწორ განაცხადს ჰგავს. თუ შემომსვლელი იყო, აქამდეც უნდა შემოსულიყო. რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს, რადგან მისი მანდატი მოქმედია. თუ აპირებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შემოიტანოს დისონანსი, ეს არავის გაუკვირდება. ის შეეკრა იმ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც ვხედავთ, რომ შარშანდელი წლის მაისიდან მოყოლებული, პარლამენტში არსებითი არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ მათი მცდელობა იყო საპარლამენტო საქმიანობის ჩაშლა, ამ საქმიანობის ხელის შეშლა და აბსოლუტური დესტრუქცია. ამდენი თვის განმავლობაში ერთი ღირებული წინადადებაც კი არ ახსოვს საზოგადოებას მათგან წამოყენებული. საბოლოო ჯამში,  როდესაც მათი ბელადი დაბრუნდა საქართველოში, ისინი მის სრულ დაქვემდებარებაში გადავიდნენ.

ახლა ისევ და ისევ ფიქრობენ, რომ მისი მითითებებით შეიძლება, დაბრუნდნენ და შეიძლება არ დაბრუნდნენ, თვითონ ვერ ჩამოყალიბდნენ. ამიტომ შალვა ნათელაშვილი დაბრუნდება თუ არა პარლამენტში, ამითი პარლამენტის საქმიანობას არც დიდი რამე შეემატება და არც დიდი არაფერი დააკლდება, ისევე როგორც აქამდე არ დაკლებია მისი არ ყოფნით. ამიტომ მისი გადასაწყვეტია, ისარგებლებს თუ არა იმ მანდატით, რომელიც მისი მხარდამჭერების მცირე ჯგუფმა ანდო მას. მისი გადასაწყვეტია, წარმოადგენს თუ არა ის ამ ადამიანებს პარლამენტში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის საკითხზე პარტიაში მსჯელობენ. „ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ​“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი