გივი მიქანაძე ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს შეხვდა
გივი მიქანაძე ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, აგიტე ზარინა სტურეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

გივი მიქანაძე ლატვიელ კოლეგებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარემ ლატვიის პარლამენტის წევრებს საქართველოში განათლების სფეროში ოთხივე მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

„საქართველოს პარლამენტს ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები ესტუმრნენ. ეს არის ჩვენი მოწვევით განხორციელებული ვიზიტი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, ორი ქვეყნის კომიტეტებს შორის გაღრმავდეს ურთიერთობა და თანამშრომლობა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.