გიუნტერ ოიტინგერი - ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიანი ბიუჯეტი ამჟამინდელზე უფრო მეტი უნდა იყოს
გიუნტერ ოიტინგერი - ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიანი ბიუჯეტი ამჟამინდელზე უფრო მეტი უნდა იყოს

ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიანი ბიუჯეტი უნდა იყოს უფრო დიდი, ვიდრე ამჟამინდელი და ეს მიღწეული უნდა იყოს მსხვილი კონტრიბუტორის, ბრიტანეთის გასვლის მიუხედავად, – ამის შესახებ ევროკომისარმა გიუნტერ ოიტინგერმა განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო ბიუჯეტი, რომელიც 2021-2027 წლებს მოიცავს, ევროკავშირის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 1.1-1.2 პროცენტს შორის უნდა იყოს. ეს მონაცემი ამჟამად 1.0-ია.

იმის გამო, რომ ბიუჯეტის ზომას საბოლოოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები გადაწყვეტენ, ოიტინგერმა ზუსტი ციფრის დასახელებისგან თავი შეიკავა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.1 პროცენტი უნდა იყოს.