გიუნდოგანმა „მანჩესტერ სიტისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„ბარსელონას“ ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნდება.
როგორც ავტორიტეტული იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, 33 წლის ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონთან 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი მას შემდეგ, რაც „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თანხმობა განაცხადა გერმანელი ფეხბურთელის დაბრუნებაზე.
გიუნდოგანის მოქმედი ხელშეკრულება „ბარსელონასთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელი მანჩესტერელთა რიგებში უფასოდ გადავა.
ნახევარმცველი „მანჩესტერ სიტიში“ 2016-23 წლებში თამაშობდა და მის შემადგენლობაში 14 ტიტული მოიპოვა.
გასულ სეზონში გიუნდოგანმა ხუთი გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა „ბარსელონას“ შემადგენლობაში ჩატარებულ 51 მატჩში.