გიული ალასანია - თემურ ალასანიასნაირი დამცველი, დემოკრატი მსოფლიოში არ არსებობს
გიული ალასანია - თემურ ალასანიასნაირი დამცველი, დემოკრატი მსოფლიოში არ არსებობს

თემურ ალასანიასნაირი დამცველი, დემოკრატი მსოფლიოში არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას იმ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

„რომ ეძებო, თემურისნაირი დამცველი, დემოკრატი მსოფლიოში არ არსებობს. რაზე ლაპარაკობთ, ვერ გავიგე. ომი გინდათ? მაინც და მაინც ომი გინდათ?“ – განაცხადა გიული ალასანიამ.