გიული ალასანია - როგორც მშობელი, მიშას დღევანდელ შეხვედრაზე ვუმეორებდი, მაინც იფიქროს ჯანმრთელობაზე
გიული ალასანია - როგორც მშობელი, მიშას დღევანდელ შეხვედრაზე ვუმეორებდი, მაინც იფიქროს ჯანმრთელობაზე

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში დედამ, გიული ალასანიამ ინახულა.

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი დასუსტებულია, თუმცა მხნედაა.

„ძალიან გამიკვირდა ის, რომ ადამიანს შეუზღუდეს საკუთარ ადვოკატებთან შეხვედრა. ეს სრულიად არანორმალურია. ამის გამო ამან პასუხად უარი თქვა რეანომობილზე და სამედიცინო დახმარებაზე. მე ჩემს შვილთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ შუაში გვაქვს ფანჯარა. ურთიერთობა არ გვაქვს. მივხვდი, რომ ასეთი ურთიერთობა უნდა ქონდეს ადვოკატებთან. ეს არაფრით არ შეიძლება, რადგან ადვოკატთან ურთიერთობა და საუბარი უნდა იყოს კონფიდენციალური.

დასუსტებული არის, მხნედ არის და იმედიანად არის. რაღაც ფაქტები ხდება წარმოუდგენელი. აი, მაგალითად, გუშინ ადვოკატის არშემოშვება. დღეს რამდენადაც გავიგეთ, გორდონი მთელი თავისი ოჯახით მიაბრუნეს კიევში, ძალიან ცნობილი ჟურნალისტი. ჩემი შვილი საერთოდ არ იყო პოლიტიკაში, მე რომ გორდონს ვიცნობდი, როგორც ჟურნალისტს და ვეცნობოდი მის ინტერვიუებს. მე მგონი, ძალიან დიდი შეცდომა იყო.

კონსილიუმისთვის შერჩეული ექიმები კარგი პროფესიონალები არიან. თან მათი შერჩეულები და მათ რეკომენდაციას, დაპირება იყო, რომ დაეყრდნობოდნენ, მიყვებოდნენ და რა დავინახეთ? ფაქტობრივად, ესეც აღმოჩნდა მიუღებელი ამათთვის. ეს სარისკოა, მოშიმშილე ადამიანია, ვერავინ პროგნოზს ვერ გააკეთებს. მაინც იფიქრე შენს ჯანმრთელობაზე, მე, როგორც მშობელი, ამას ვიმეორებდი“, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისა.