გიული ალასანია - როგორც ჩანს, სააკაშვილი ციხიდან გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და შემდეგ ვერტმფრენში ჩასვეს, სად წაიყვანეს, არ ვიცი
გიული ალასანია - როგორც ჩანს, სააკაშვილი ციხიდან გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და შემდეგ ვერტმფრენში ჩასვეს, სად წაიყვანეს, არ ვიცი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, როგორც ჩანს, სააკაშვილი ციხიდან გაიყვანეს, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, სად წაიყვანეს ის.

გიული ალასანიას ვარაუდით, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებენ სწორედ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში აღარ იმყოფება.

„იმიტომ ვერ შევდივართ, რომ არ არის, როგორც ჩანს, სადღაც გაიყვანეს. ინფორმაცია არ მაქვს, ჩანს, რომ არ არის. შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერეს, რაც საჭიროა, რომ უნდა გადაყვანილიყო მრავალფუნქციურ საავადმყოფოში და ა.შ. მე არ ვიცი, არ წამიკითხავს დოკუმენტი, მაგრამ ამასობაში ყველაფრის იგნორირებით – უფლებების, ადამიანის უფლებების, კონსილიუმის გადაწყვეტილების და ა.შ. თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს, ეს არის ჩემი აზრი. გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ როგორც გაირკვა და შემდეგ გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. ორი საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს, არ არის ადამიანი, მორჩა, წაიყვანეს ალბათ. ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და შემდეგ, როგორც ჩანს, ვერტმფრენში ჩასვეს, სად წაიყვანეს, არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.