გიული ალასანია - როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა „ვივამედის“ კლინიკის მედიკოსებს და ამიტომ არ იწყებს მკურნალობას
გიული ალასანია - როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა „ვივამედის“ კლინიკის მედიკოსებს და ამიტომ არ იწყებს მკურნალობას

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა „ვივამედის“ კლინიკის მედიკოსებს და ამიტომ არ იწყებს მკურნალობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ კიდევ დაკარგა გონება.

„ძალიან ცუდად არის. ხვალ იქნება კიდევ ახალი პროცესი. გუშინაც იყო, ხვალაც იქნება, მაგრამ მე არ ვიცი უკვე, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, რადგან არ ვიცი, როდემდე გაძლებს ეს ადამიანი“, – განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, – სააკაშვილი არ ენდობა „ვივამედის“ კლინიკის მედიკოსებს და ამიტომ არ იწყებს მკურნალობას? – გიული ალასანიამ აღნიშნა: „როგორც ჩანს, ეს არის. ვაპირებ, ამ თემაზე ვესაუბრო, რომ შევალ“.