გიული ალასანია - რის საფუძველზე აპირებენ მიშას ციხეში დაბრუნებას, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას 
გიული ალასანია - რის საფუძველზე აპირებენ მიშას ციხეში დაბრუნებას, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას 

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე შეიძლება, დააბრუნონ სააკაშვილი ციხეში.

როგორც ალასანია აცხადებს, გამორიცხული არაფერია.

„მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ აპირებენ ციხეში დაბრუნებას, არ ვიცი, რის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ფაქტია უცხოელი ექიმები არ შემოუშვეს. ესენი მთლიანად ემორჩილებიან პენიტენციურ სისტემას, ისინი სუს-ს და ასე შემდეგ. ძალიან ვერტიკალურია, იერარქიულია ჩვენი საზოგადოება დღეს. სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატია არ არის. ვერ იმუშავა ჯერჯერობით ჩვენთან დემოკრატიამ“, – განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე დაჩქარდება თუ არა ევროსასამართლოში სარჩელი, ალასანია პასუხობს: „ჩვენ უკვე დიდი ხანია, ამისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად და გადაუდებლად“.