გიული ალასანია - მილიონად გაიყიდა მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ქოშიგორაზე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი, დასამალი არაფერი მაქვს
გიული ალასანია - მილიონად გაიყიდა მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ქოშიგორაზე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი, დასამალი არაფერი მაქვს

მილიონად გაიყიდა მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ქოშიგორაზე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მის შვილს ჰყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც ეხმარებიან.

„რომელი ბინა მაქვს ნიუ იორკში? ჩემი ძმა ცხოვრობს ნიუ იორკში, კი ბატონო! ჩემი ძმისშვილი ცხოვრობს, აქვს მას ბინა – კი, ბატონო! სხვას ვის აქვს? მილიონად გაიყიდა მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ქოშიგორაზე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი. აი, იქიდან მაქვს. კიდევ ჩემს შვილს მეგობრები ჰყავს უზარმაზარი და დროდადრო რაღაცას მეხმარებიან. რა მილიონებზეა საუბარი?! ჩამოვიდა ადამიანი შიშველი ხელებით და ჩემს კისერზეა!

მე როდესაც მაგათთან მოვაწერე ხელი, ყოველთვის ეწერა „კონფიდენშალ“ და რას ჰქვია, გამოქვეყნდა? რატომ გამოქვეყნდა? სხვათა შორის, დასამალი არაფერი მაქვს, მაგრამ თქვენთან ანგარიშვალდებული მე არ ვარ“, – განაცხადა ალასანიამ.