გიული ალასანია - მიკვირს, ახალგაზრდებს რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ რუსეთი
გიული ალასანია - მიკვირს, ახალგაზრდებს რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ რუსეთი

ახალგაზრდებს რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ რუსეთი, ეს მიკვირს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ალასანიას თქმით, გასაკვირია, ახალგაზრდების უმრავლესობას, რომლებიც საბჭოთა კავშირს არ მოსწრებიან, რატომ უყვარს რუსეთი.

„ერთი რაღაცის თქმა მინდა, რა მაკვირვებს, იცით? ამ ახალგაზრდებს, რომლებიც არ მოსწრებიან იმ საბჭოთა კავშირს, რუსეთს, უმრავლესობამ რუსულიც არ იცის, უფრო ინგლისური იციან, რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ რუსეთი, ეს მიკვირს“, – აღნიშნა ალასანიამ.