გიული ალასანია - ხშირად ისმის წუწუნი, ხალხი დაიღალა, ხანდახან მეც მიჩნდება ასეთი გრძნობა, მაგრამ ხედავთ, რომ უშრეტია ხალხის ენერგია
გიული ალასანია - ხშირად ისმის წუწუნი, ხალხი დაიღალა, ხანდახან მეც მიჩნდება ასეთი გრძნობა, მაგრამ ხედავთ, რომ უშრეტია ხალხის ენერგია

ხშირად ისმის წუწუნი, რომ ხალხი დაიღალა. ხანდახან მეც მიჩნდება ასეთი გრძნობა, მაგრამ ხედავთ, რომ უშრეტია ხალხის ენერგია და ძალიან მომწონს. ალბათ კიდევ მოემატებიან, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, აქციაზე ყველას მოთხოვნა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ეხება.

„ყველას გვაქვს მოთხოვნა, როგორმე შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას კითხვა დაუსვეს, რას ფიქრობს პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი, რაზეც გიული ალასანიამ აღნიშნა:

„დღეს სასამართლო პროცესზე ჰქონდა სააკაშვილს გამოსვლა და რასაც ფიქრობს, თითქოს თქვა. კონკრეტულად აქციაზე აღარ გვილაპარაკია. ეს უკვე დღის ბოლოს გაირკვა“, – განაცხადა ალასანიამ.