გიული ალასანია - გამორიცხულია სააკაშვილის მიერ ბიუჯეტიდან შვილის სწავლის დაფინანსება, მზად იყო, ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო, ჩემი მშობლების სახლი დაანგრია, რომ ბიბლიოთეკა დაედგა
გიული ალასანია - გამორიცხულია სააკაშვილის მიერ ბიუჯეტიდან შვილის სწავლის დაფინანსება, მზად იყო, ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო, ჩემი მშობლების სახლი დაანგრია, რომ ბიბლიოთეკა დაედგა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, გამორიცხულია, სააკაშვილს შვილის სწავლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა.

აღნიშნული კომენტარით გიული ალასანიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ედუარდის სწავლის ხარჯებიც შედის თანხაში, რასაც ედავება მიხეილ სააკაშვილს გამოძიება. დაიხარჯა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სწავლის თანხა?“.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამის გაკეთება გამორიცხულია.

„თავისი შვილის სწავლის დაფინანსებაზე მეკითხებით, აბსოლუტურად გამორიცხულია ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე. ადამიანი მზად იყო, ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ იქ ბიბლიოთეკა დაედგა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.