გიული ალასანია - გამოკეტილ სივრცეში ყოფნა არის ფსიქოლოგიური ტრავმა, მირჩევნია, სააკაშვილი უფრო თავისუფალ გარემოში იყოს
გიული ალასანია - გამოკეტილ სივრცეში ყოფნა არის ფსიქოლოგიური ტრავმა, მირჩევნია, სააკაშვილი უფრო თავისუფალ გარემოში იყოს

სისუსტე გრძელდება. თქვა, დილიდან მაქანავებდაო, მაგრამ სხვა მხრივ, ყველაფერი უკეთესადააო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი გამოკეტილია და განწყობაც შესაბამისი აქვს. ამასთან, გიული ალასანია ამბობს, რომ მას ურჩევბია, სააკაშვილი უფრო თავისუფალ გარემოში იყოს.

„მის სამედიცინო მდგომარეობას მე ვერ შევაფასებ. მომეჩვენა, თითქოს ოდნავ არის გაუმჯობესება, მაგრამ თვითონ მითხრა, დილიდან ძალიან მაქანავებდაო. ოთახი არის პატარა, ძირითადად წევს ან ზის. მანძილი არ არის, რომ შევაფასო, როგორ დადის. ჩვეულებრივად ვლაპარაკობთ და არის მოლოდინში. როგორი უნდა ჰქონდეს განწყობა, როცა გამოკეტილი ხარ ადამიანი. რა თქმა უნდა, შესაბამისი განწყობა აქვს იმასაც და ჩვენც, ყველას. მირჩევნია, უფრო თავისუფალ გარემოში იყოს. გამოკეტილ სივრცეში ყოფნა არის ფსიქოლოგიური ტრავმა. სჯობს, თუ ეს ფსიქოლოგიური წნეხი არ იქნება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების საკითხს, გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ სხდომაზე დასწრებას შეძლებს.

„იმედი აქვს, დაესწრება. იმედი კი არა, სურვილი აქვს, დაესწროს. თვითონ დარწმუნებულია, შეძლებს და მეც ვფიქრობ, რომ შეძლებს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

დატოვე კომენტარი