გიული ალასანია - დარწმუნებული ვიყავი, რომ მიშა უნდა მოსულიყო პროცესზე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, დაველაპარაკო, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, იქნებ ისევ ცუდად გახდა
გიული ალასანია - დარწმუნებული ვიყავი, რომ მიშა უნდა მოსულიყო პროცესზე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, დაველაპარაკო, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, იქნებ ისევ ცუდად გახდა

დარწმუნებული ვიყავი, რომ მიშა უნდა მოსულიყო, აქ უნდა ყოფილიყო. მე მოვედი, ამდენი ხალხი მოვიდა და ის არ არის, არაფერი არ ვიცი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

ალასანიას თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რატომ არ იმყოფება მიხეილ სააკაშვილი პროცესზე.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სწრაფად ვნახო და დაველაპარაკო, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ათას რაღაცას ვფიქრობ. იქნებ ისევ ცუდად გახდა მოულოდნელად. დილით დავინახე, რომ უკეთდებოდა გადასხმა, სუსტად იყო, ვკითხე კიდეც, როგორ ხარ-თქო და სუსტადო, მითხრა. ვიდრე არ ვნახავ ჩემს შვილს და არ გავიგებ, რა მოხდა, არაფერი არ ვიცი, უბრალოდ, ვღელავ“, – განაცხადა ალასანიამ.

დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საზღვრის კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესს შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილიც დასწრებოდა, თუმცა სასამართლო სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტი არ მიუყვანიათ.