გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით თემურ ალასანიას შვილის მიერ გახსნილ ანგარიშზე ჯერ მცირე თანხაა შეგროვებული

13:43, 01.02.2023

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით თემურ ალასანიას შვილის მიერ გახსნილ ანგარიშზე ჯერ მცირე თანხაა შეგროვებული.

კითხვაზე, – „თემურ ალასანიას შვილს აქვს გახსნილი ანგარიში და გროვდება თანხა. რისთვის გროვდება ეს თანხა, მაშინ როდესაც ადვოკატები უფასოდ ემსახურებიან სააკაშვილს და კლინიკაშიც არ იხდით თანხას?“ – გიული ალასანიამ განაცხადა, რომ თანხა ადვოკატების სამოძრაოდ გროვდება.

„სამოძრაოდ. ადვოკატები მოძრაობენ აქეთ-იქით, შეხვედრები აქვთ. ჯერჯერობით ძალიან მცირე თანხაა შეგროვებული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილს ასევე ჰყავს ადვოკატები, რომლებიც უფასოდ არ ემსახურებიან. „ჩვენ სხვა ადვოკატებიც გვყავს, რომლებიც უფასოდ არ გვემსახურებიან“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მსგავსი