გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 75 სამართალდამცველი დააკავეს
თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 75 სამართალდამცველი დააკავეს. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, სპეცოპერაცია ქვეყნის 31 პროვინციაში ჩატარდა.
აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელ გიულენს ანკარა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
თურქული მედიასაშუალების ცნობით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 523 ადამიანი დააკავეს.
2016 წლის ივლისში თურქეთში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი დააკავეს, მათგან 30 ათასი ამ დრომდე დაპატიმრებულია.
დაპატიმრებულთა შორის 4 400-ზე მერი პოლიციელია. სამსახურებიდან დაითხოვეს ათობით ათასი ადამიანი.