გიტანას ნაუსედა – საქართველომ ან უნდა გადახედოს დემოკრატიის განსაზღვრებას, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე
საქართველომ ან უნდა გადახედოს დემოკრატიის განსაზღვრებას, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთი დღე „ტრადიციულ“ ევროპულ დემოკრატიაში, სადაც „ოცნების“ პარტიას სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა. საქართველომ ან უნდა გადახედოს დემოკრატიის განსაზღვრებას, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე“, – წერს ნაუსედა.
დღეს, პარლამენტის შენობაში მიხეილ ყაველაშვილის ინაგურაცია გაიმართა.
Just another day in a “traditional” European democracy where no one can take the “dream party” seriously, and a person, only elected and acknowledged by his own party, is inaugurated in a semi-secret ceremony.
Georgia must either be redefining democracy or skipping the whole…
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) December 29, 2024