გიტანას ნაუსედა - ლიეტუვა ყოველთვის მოწინავე მხარდამჭერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მისწრაფებების, რომ ევროკავშირში უფრო ღრმად იყვნენ ინტეგრირებული
გიტანას ნაუსედა - ლიეტუვა ყოველთვის მოწინავე მხარდამჭერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მისწრაფებების, რომ ევროკავშირში უფრო ღრმად იყვნენ ინტეგრირებული

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისადმი მიძღვნილი პლენარული სხდომის წინ ძალიან გულწრფელი, სასარგებლო და ღია მსჯელობა გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და მათი მისწრაფებების შესახებ, რომ გახდნენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები.

„ვფიქრობ, ძალიან გულწრფელი, სასარგებლო და ღია მსჯელობა გვქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და მათი მისწრაფებების შესახებ, რომ გახდნენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები, არა მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ ზოგადად და ლიდერებს ჰქონდათ შეკითხვების დასმის შესაძლებლობა შიდა ვითარების, პოლიტიკური სიტუაციისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ. ვფიქრობ, რომ შეკითხვებზე მათ სრული და დეტალური პასუხები მიიღეს. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო იმ პლენარული სხდომის წინ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ეძღვნება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

გიტანას ნაუსედას განმარტებით, ლიეტუვა ყოველთვის მოწინავე მხარდამჭერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მისწრაფებების, რომ ისინი ევროკავშირში უფრო ღრმად იყვნენ ინტეგრირებული.

„ჩვენ ვფიქრობთ, ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს მეტი მეტისთვის პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს ვხედავთ ასოცირებულ ტრიოს, როგორც ზე-მოტივირებულ ქვეყნებს, რომლებიც ატარებენ რეფორმებს, ჭრიან სხვადასხვა ტიპის პრობლემას. ასე რომ, ვფიქრობ, ისინი უნდა იყვნენ მოტივირებული და საუკეთესო მოტივაცია არის გრძელვადიანი პერსპექტივის განსაზღვრა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ არა ტექნოკრატიული, არამედ გეოპოლიტიკური მიდგომის გამოყენება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი განხილვის დროს მივაღწევთ შეთანხმებას, მივაღწევთ კომპრომისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა ქვეყანას შორის, რომლებსაც განსხვავებული მიდგომა და განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ეს იქნება საუკეთესო შედეგი ჩვენთვისაც, როგორც ინტეგრაციის ენთუზიაზმი მხარდამჭერებისთვის და თავის მხრივ, თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვისაც“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.