გიტანას ნაუსედა - ლიეტუვა თავიდანვე დიდი მხარდამჭერი იყო უკრაინისთვის სტატუსის მინიჭების, უკრაინელები ძალიან გაბედული არიან აგრესორთან ბრძოლაში, მაგრამ სჭირდებათ პოლიტიკური მხარდაჭერა
გიტანას ნაუსედა - ლიეტუვა თავიდანვე დიდი მხარდამჭერი იყო უკრაინისთვის სტატუსის მინიჭების, უკრაინელები ძალიან გაბედული არიან აგრესორთან ბრძოლაში, მაგრამ სჭირდებათ პოლიტიკური მხარდაჭერა

უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ისტორიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება, რადგან უკრაინა იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, უკრაინა, ჩემი აზრით, სრულად სცემს პატივს ყველა ევროპულ პრინციპს და ღირებულებას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ დემოკრატიული სამყაროს თავისუფლებისთვის.

„ბალტიისპირეთის ქვეყნები და ჩემი ქვეყანა, ლიეტუვა თავიდანვე დიდი მხარდამჭერები იყვნენ უკრაინისთვის სტატუსის მინიჭების და პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელების მებრძოლი სულისთვის. ისინი ძალიან გაბედული არიან აგრესორთან ბრძოლაში, მაგრამ მათ პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ სჭირდებათ ეკონომიკური, სამხედრო მხარდაჭერა და ეს არის ის მინიმუმი, რაც შეგვიძლია, მივცეთ მათ, რომ გააგრძელონ გმირული ბრძოლა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ამასთან, გიტანას ნაუსედამ ყურადღება გაამახვილა უკრაინის მიერ რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ესასევე მნიშვნელოვანია მოლდოვისა და საქართველოსთვის.

„უკრაინა მოწოდებულია ამ ომის მოსაგებად. ლიეტუვა უკრაინის გვერდით დგას, მაგრამ მათ უნდა განახორციელონ რეფორმები. ისინი იბრძვიან, ისინი აღადგენენ შენობებს, ქალაქებს, ინფრასტრუქტურას და ეს აჩვენებს, რომ ძლიერი ერია და მათ შეუძლიათ, განახორციელონ რეფორმები, რომლებიც აუცილებელია. დიახ, თქვენ იცით, ეს არის გარკვეული წინაპირობა იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ოცნება ახდეს. წინაპირობები უკავშირდება სასამართლო რეფორმას, ქვეყნის დეოლიგარქიზაციას, ანტიკორუფციულ ბრძოლას და ბევრ სხვა საკითხს, რაც მნიშვნელოვანია ასევე მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ყველასთვის“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.