გიტანას ნაუსედა - ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს
გიტანას ნაუსედა - ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს

ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება.

ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს.

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, – წერს გიტანას ნაუსედა „ტვიტერზე“.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვები „ტვიტერზე“ გაავრცელა.